გადაამოწმე რეცეპტი

15 ივლისიდან ჯანდაცვის  სამინისტრო ყველა  პაციენტს  მისცემს  საშუალებას გადაამოწმოს ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი. ვინ და  როგორ  გადაამოწმებს დანიშნულების  მართებულობას და  რატომ  გახდა საჭირო ამ რეგულაციის მიღება- ამ კითხვებზე  პასუხებს მიიღებთ  გადაცემა “ჰეშთეგში”.

იდეის  პრეზენტაცია საქართველოს შრომის,  ჯანდაცვისა და  სოციალური დაცვის  მინისტრმა  დავით  სერგეენკომ  რამდენიმე კვირის  წინ გააკეთა.  აღნიშნული რეგულაცია მოქალაქეებს საშუალებას  მისცემს  თავიანთი უფლებები ჯანდაცვის  სფეროშიც დაიცვან.

იმ შემთხვევაში თუ  ფიქრობთ, რომ ექიმმა  საეჭვოდ დიდი  რაოდენობის  წამლები გამოგიწერათ, ან თუ  გონივრულ ეჭვს  შეიტანთ იმაში, რომ ექიმის მიერ  გაცემული დანიშნულება არ არის  კორექტული და  საჭიროებს  შესწორებას  შესაძლებლობა  გექნებათ მიმართოთ  ჯანდაცვის  სამინისტროს. ასეთ  შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულების  ექიმებით  დაკომპლექტებული კომისია  შეისწავლის რამდენად  სწორად  გასცა ექიმმა  დანიშნულება.

გადაცემის  ვიდეო-ჩანაწერში  შეგიძლიათ  იხილოთ გამოკითხვა – რამდენად  ენდობიან  მოქალაქეები ქართველ  ექიმებს,  ჰქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც  დანიშნულება სხვასთან გადაამოწმეს.

თემა მომზადებულია  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  პროცესში”.

პროექტი დაფინანსებულია  “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის  ფარგლებში]. გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და  მოსაზრებები  არ არის  აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის  შეხედულებებს.