რელიგიური მრავალფეროვნება ბათუმში

2 ივლისს, 20:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: “რელიგიური მრავალფეროვნება ბათუმში“.

ბათუმი რელიგიური დაწესებულებების სიმრავლით გამორჩეული ქალაქია. ეს  ფაქტი, როგორც ურბანულად, ასევე ისტორიულად მას მრავალფეროვან ქალაქად წარმოაჩენს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილში  თავს  იჩენს უარყოფითი განწყობები, რელიგიური ტოლერანტობის ნაკლებობა  და  სხვა სარწმუნოების  წარმომადგენელთა  მიმართ სიძულვილის ენით საუბარი.  შესაძლოა, ეს  იმითაც  იყოს  განპირობებული,  რომ  მოქალაქეებმა  არ  იციან რა ეკლესიები და  საკულტო ნაგებობები გვხდება ბათუმში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტში მიიღებთ ინფორმაციას, რაც  აჭარის საარქივო სამმართველოში არსებული  დოკუმენტების გაცნობით მოვიპოვეთ.  „რელიგიური დაწესებულებები ბათუმში“- ამ დოკუმენტის მიხედვით სიუჟეტში წარმოდგენილი იქნება: მართლმადიდებლური, რომაულ-კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული და ბერძნული ეკლესიები. გარდა ამისა, სხვა წყაროების მიხედვით იხილავთ სინაგოგისა და მეჩეთის შესახებ მოკლე მიმოხილვას.

როგორ ხდებოდა მრევლის მიერ აღნიშნული ნაგებობების აგების მოთხოვნა, რომელ ტერიტორიაზე სურდათ აგება და რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ სხდომაზე. გადაცემაში ასევე მიიღებთ ინფორმაციას, მათგან რამდენია შემორჩენილი და რა მდგომარეობაში გვხდებიან დღეის მდგომარეობით, სად არიან განთავსებული ან რა შენობებია მათ ადგილას.

სიუჟეტში მოისმენთ  შოთა გუჯაბიძისა  და  ისტორიკოსის – ოთარ გოგოლიშვილის მოსაზრებებს.

” ]