ბენდი “ერთად” – ქედის კულტურის ცენტრი

ბენდი “ერთად” – ქედის კულტურის ცენტრი

posted in: მულტიკულტურა | სტატია წაკითხულია 131-ჯერ

21  ივლისს, 18:00 საათზე  ქედის მუნიციპალიტეტში, მულტიკულტურული ბენდი “ერთად” პერფომანსს/მასტერკლასს ჩაატარებს. 

პერფომანსი /მასტერკლასი ჩატარდება  ქედის  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება  შესაძლებლობა მიეღონ  ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ.

🎶🎸🎵  შეხვედრის ბოლოს  ბენდი “ერთად” შეასრულებს  ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს;

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.