5 ივლისს 20:00 საათზე, გადაცემა “ჰეშთეგში” გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის მარიკა ფუტკარაძის სიუჟეტი ფესენკოს აგარაკის შესახებ.
რუსეთის ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ მე-2 გამზრდელის აგარაკი 1906 წელს აშენდა. აგარაკი დღეს განადგურებულია. მისი რესტავრაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს.
სიუჟეტში თქვენ ნახავთ:
- აგარაკისა და მარია ფესენკოს ისტორიას.
- აგარაკის დღევანდელ მდგომარეობას.
- მახინაჯურის ტყე-პარკის მნიშვნელობას.
პროექტი “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.