შეხვედრა სოფელ ხუცუბანში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

6 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულების მომზადების პროცესს, მის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებულ ვალდებულებებს. მიიღეს ინფორმაცია თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამ.

გარდა ამისა იხილეს სხვადასხვა ვიდეო-რგოლი და წარმატებული მაგალითი ქართული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გატანის მაგალითებზე.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე გადაეცათ საინფორმაციო ფურცლები ნაკისრი ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

პროექტი “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება  ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.