შეხვედრა კირნათის მოსახლეობასთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

9 ივლისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მოსახლოებასთან, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესი, მისი მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებული ვალდებულებები. მიიღეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელს მიიღებენ  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ასოცირების ხელშეკრულებით.

შეხვედრის დროს ასევე იხილეს სხვადასხვა ვიდეო-სიუჟეტები ქართული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა საინფორმაციო ფურცლები ნაკისრი ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

შეხვედრის  ფოტო მასალა  იხილეთ აქ. 

შეხვედრები იმართება პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის  (OSGF) მხარდაჭერით.