სოფელ მარადიდის სამედიცინო პუნქტში არსებული პრობლემები

posted in: მულტიმედია | 0

13 ივლისს , 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა  ნინო დიდმანიძემ  წარადგინა  სიუჟეტი, თემაზე:  სოფელ მარადიდში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

 პირველადი სამედიცინო პუნქტი  უკვე ოთხი წელია ფუნქციონირებს. მოსახლეობა სამკურნალო პრეპარატების ნაკლებობაზე საუბრობს. გარდა  ამისა შენობაში:

  • არ არის ცენტრალური გათბობა;
  • არ აქვთ კონდიცირება, სტერილიზატორის აპარატი,ინტერნეტი;
  • არ ჰყავთ დამლაგებელი.

სიუჟეტიდან გაიგებთ რა საჭიროებებს ასახელებენ ექიმები.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

 

#მარადიდისსამედიცინოპუნქტი

⭕ სოფელ მარადიდში პირველადი სამედიცინო პუნქტი ოთხი წელია ფუნქციონირებს. მოსახლეობას სამკურნალო პრეპარატების ნაკლებობა აწუხებთ, რის გამოც ისინი ითხოვენ – ,,უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სამედიცინო პუნქტს. >> #დეტალურად პროექტის 'სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა' ნინო დიდმანიძე >> #სამედიცინოპუნქტი #მარადიდი #ყურადღებასოფლებს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists' House >> [სრულად: https://youtu.be/GBSbx3VOMBY ]

Posted by ჰეშთეგი / Hashtag on პარასკევი, 13 ივლისი, 2018