დისკუსია–რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი

posted in: დისკუსია | 0

რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი – ამ თემაზე 11 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიტიკური დისკუსია, რომლის მომხსენებლები იყვნენ: ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და ჯუმბერ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 218 საშტატო ერთეულით გაიზარდა. აქ დასაქმებისთვის კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არ არის. წლების განმავლობაში ა(ა)იპ-ები მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების ადგილად სახელდება. სასამართლო პროცესებს იგებენ ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი – ამ თემაზე 11 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიტიკური დისკუსია, რომლის მომხსენებლები იყვნენ: ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და ჯუმბერ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

დისკუსიათა ციკლი ხორციელდება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში” ახალგარზდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” NED-ის დაფინანსებით.