ბსუ-ს სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს

posted in: რეპორტაჟი | 0

11 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაიმართა.ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ 11 მარტს, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ თსუ-ში კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას და ოდერეების სისტემის არსებობას.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოითხოვეს რომ ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს.