რწმუნებული ქალი

posted in: მულტიმედია | 0

20 ივლისს , 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა ლინდა მესხიძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე: “რწმუნებული ქალი”.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის  დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

როგორია  გადაწყვეტილების მიმღები ქალის ერთი დღე.

სიუჟეტში ნახავთ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს რწმუნებულს – ედიტ გოგიტიძეს, რომელიც აღნიშნულ  თანამდებობას  უკვე 4 წელია იკავებს.  როგორ აგვარებს  ის სოფლის პრობლემებს და რამდენად ხშირად  აქვს კომუნიკაცია  მოსახლეობასთან.

სიუჟეტში ასევე მოისმენთ სოფელ კვირიკეს მაცხოვებლების მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას, მოქმედი რწმუნებულის შესახებ.

გადაცემა მზადდება პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kVAkIgsktL0″ ]

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/1942144659410206/