“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქობულეთში”

posted in: მულტიმედია | 0

26 ივლისს გადაცემა “ჰეშთეგის” პირდაპირ ეთერში გავიდა ერეკლე ნოღაიდელის სიუჟეტი თემაზე “საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქობულეთში”.

ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად საინტერესოა რამდენად გამართულია საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა და რატომ არ არსებობს მოსაცდელი ქობულეთის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. საზოგადოებრივი აზრის გასარკვევად ჩატარდა გამოკითხვა. საზოგადოებრივი ტრანპორტის გამართულობასა და შეფასების კრიტერიუმებზე სიუჟეტში ისაუბრა შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების” დირექტორმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ არსებობს მოსაცდელი რუსთაველის ქუჩაზე, ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გვპასუხობს. თემის ირგვლივ ვრცლად სასაუბროდ, სიუჟეტის ავტორი – ერეკლე ნოღაიდელი იყო პირდაპირი ეთერის სტუმარი.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.