შეხვედრა ჭარნალის მოსახლეობასთან

27 ივლისს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდამანიძე.
ჭარნალის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მონაწილეებმა მათთვის პრობლემური საკითხებიც დაასახელეს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

შეხვედრის ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილთ აქ