დისკუსია -16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

posted in: დისკუსია | 0

26 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე- 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი.26 აპრილს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე- 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
• სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე. ისაუბრა მცირეწლოვანებთან ქორწინების შესახებ სახალხო დამცველის ხედვაზე;
• არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე – უნდა დაისაჯნონ თუ არა და რატომ მამაკაცები, რომლებიც 16 წელს მიუღწეველ გოგონებზე იქორწინებენ
• ექიმი-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე, რომელმაც განიხილა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა და სექსუალურ ცხოვრებას ახლავს თან.
მოდერატორი: „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე.
შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში.