ბენდი “ერთად”

29  სექტემბერს, 15:00 საათზე  ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, მულტიკულტურულმა  ბენდმა “ერთად” პერფომანსი/მასტერკლასი ჩაატარა. 

30 სექტემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში ფერების ფესტივალი გაიმართა, რომელიც შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.

ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა. შუახევის კულტურის ცენტრის ეზოში მოწყობილ სცენაზე მომღერალი, იქსფაქტორის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე მალიბუ, ბენდი ,,ერთად“ და ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ.

პერფომანსი /მასტერკლასი ჩატარდება ქვედა ვაშლოვანის და შუახევის  ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება  შესაძლებლობა მიეღონ  ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ.

🎶🎸🎵  შეხვედრის ბოლოს  ბენდი “ერთად” შეასრულებს  ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს;

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.