შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის თემაზ

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის თემაზ

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 54-ჯერ

21 სექტემბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინიციატივით შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, მისი შესრულების პროცესზე, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე.

ახალგაზრდებმა ასევე იხილეს საინფორმაციო ვიდეო-რგოლები, რაც ასოცირების ხელშეკრულების შედეგად მიღებულ სარგებელს ასახავს.

მსგავსი შეხვედრები იმართება პროექტის ფარგლებში “მოხალისეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

შეხვედრის  ფოტო-მასალა  იხილეთ  ჩვენს facebook გვერდზე