შეხვედრა სოფელ კვირიკეს მაცხოვრებლებთან

25 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, სოფელ კვირიკეს გამგებელი ედიტა გოგიტიძე.

კვირიკეს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ინფორმაცია მიეღო სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ისეთ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიების არ არსებობა, ფაროსანასთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები, სოფლებში მძიმე ტექნიკის საჭიროება, მეფუტკრეობის განვითარება, სხვადასხვა კენკროვანი მცენარეების კულტურის დანერგვა, წარმოებისთვის ხელშემწყობი პროგრამების უკეთ გაცნობა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.~

შეხევდრის დამატებითი ფოტო-მასალა  იხილეთ  აქ