მთვარის კლუბი – ელდარ ქუჩუკი

20 სექტემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104.5) სტუმარი იყო  ელდარ ქუჩუკი (ელიზბარ ციმნარიძე).

ელიზბარ ციმნარიძე, იგივე ერდალ ქუჩუკი ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარეა, ქართული კულტურის სახლი სტამბოლში თურქეთის ქართველების ჯგუფ „ჩვენებურის” ძალისხმევით დაფუძნდა 2010 წლის 5 ნოემბერს. მას შემდეგ ეს საზოგადოება ქართული კულტურისა და ენის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უამრავ საქმეს აკეთებს

ერდალ ქუჩუქის (ელიზბარ ციმნარიძის) დამსახურებაა, რომ პირველად თურქეთის ისტორიაში თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცემა დოკუმენტური ფილმი „კავკასიის ქარი”, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფილმს თავად ერდალ ქუჩუკი იღებს და შარშან 13 სერია გავიდა ტელევიზიით. ფილმებს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ტელევიზიამ კიდევ 13 სერიის გადაღების სურვილი გამოთქვა.

შემეცნებით გასართობი გადაცემა “ მთვარის კლუბი” მიზნად ისახავს რადიოს ეთერის საშუალებით მსენელთათვის,  ხელოვანების, არტისტებისა და პოპულარული, საინტერესო ადამიანების სხვა კუთხით გაცნობას. გადაცემის სტუმრები იქნებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ან ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ ეთნო კულტურაზე.

პროექტს ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.