მთვარის კლუბი-რევაზ ოკუჯავა

27 სექტემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104.5) სტუმარი იყო  რევაზ ოკუჯავა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტის, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი.

27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღეა, მას შემდეგ 25 წელი გავიდა, ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში მოიწვიეს რევაზ ოკუჯავა, რომელიც სოხუმიდანაა. რევაზ ოკუჯავას  სოხუმი დღეს, ზუსტად ისეთი წარმოუდგენია, როგორიც წლების წინ დატოვა, თუმცა ტერმინი სოხუმის დაცემის დღე, მისთვის მიუღებელია. 27 სექტემბერი მისთვის გლოვის დღეა, არ მოსწონს  რიტუალები, რომელიც მოიცავს მხოლოდ თაიგულის მიტანას მემორიალთან. ფიქრობს, რომ ყველამ უნდა გადააფასოს იმ პერიდოდი რაც 25 წლის წინ მოხდა, ყველამ უნდა აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა და დაინახოს მათი დანაშაული. ქართველები, 27  სექტემბერს, მხოლოდ  მათი გარდაცვლილების ხსოვნას მიაგებენ პატივს. როდესაც ისინი მათთან ერთად მოიხსენიებენ გარდაცვლილ აფხაზ მეომრებსაც, მაშინ იქნება სწორი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ. ამ ომმა დააკარგვინა აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი.

სოხუმში ის გელოვანის ქუჩაზე ცხოვრობდა,  სამშობიარო სახლის გვერდით. უბნის ბიჭები ხშირად  ამაყობდნენ ტერმინით – სადაც დავიბადე იქ გავიზარდეთო. სოხუმში იყო ერთ კაფე, სადაც მუშაობდა ცოლ-ქმარი, თუ ახალგაზრდები სკოლიდან გაიპარებოდნენ იმ კაფეს აფარებდნენ თავს, ეს იყო მისთვის ტკბილი მოგონება,  23 წლის იყო, როდესაც სოხუმიდან წამოსვლა მოუწია.  ბათუმში  დაჭრილი ჩამოვიდა, 25 წელია ცხოვრობს აქ. შეუყვარდა ეს ქალაქი, თუმცა არასდროს ამბობს რომ ბათუმელია, ამას არც მისი შვილები ამბობენ. არ აპირებდა ბათუმში ცხოვრებას, ერთი დღით ჩამოვიდა და ეს ქალაქი გააიგივა სოხუმთან, ამიტომ დარჩა ამ ქალაქში. ზღვამ განაპირობა ამ ქალაქის სიყვარული.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.