ასოცირების ხელშეკრულება – პოლიეთილენის პარკები

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის №472 დადგენილების მიხედვით იკრძალება პოლიეთილენის პარკების მოხმარება,  იმპორტი და რეალიზაცია. 

საქართველოში  ერთ სულ მოსახლეზე წლის  განმავლობაში  საშუალოდ 525 ცალი პოლიეთილენის  პარკი მოდის.  ევროპის ქვეყნებში ეს  მონაცემი  4-მდეა  დაყვანილი.  მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რომ პოლიეთილენის  პარკი, რომელსაც  საუკუნის  ნაგავს  უწოდებენ 400-წლამდე  რჩება  ნიადაგში.

საქართველო-ევროკავშირს  შორის  გაფორმებული ასოცირების  ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების  მიხედვით  ეტაპობრივად  მიმდინარეობს  ევროპული  პრაქტიკის  დანერგვა.

საქართველოს მთავრობის №472 დადგენილებით: 2018 წლის 1 ოქტომბრიდან  საქართველოს  ტერიტორიაზე  აკძალულია   15 მიკრონზე  ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების  წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. 2019 წლის 1 აპრილიდან  კი  აიკრძალება ნებისმიერი სისქის  პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

აჭარის  ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგი”  აღნიშნულ  თემას  ეძღვნება.  ვიდეო-ჩანაწერში  თქვენ  შეგიძლიათ  იხილოთ  გამოკითხვა  რამდენად არის მოსახლეობა  ინფორმირებული ამ საკითხზე და  რამდენად  აქვთ  გაცნობიერებული  პლასტიკის პარკების მოხმარებით  გარემოსა და  ადამიანის  ჯანმრთელობაზე  გამოწვეული  მავნე  ზემოქმედება.

გადაცემა  მომზადებულია  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  პროცესში”.

პროექტი დაფინანსებულია  “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის  ფარგლებში]. გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და  მოსაზრებები  არ არის  აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის  შეხედულებებს.