ერთი სკოლის ორი მხარე

posted in: მულტიმედია | 0

4  ოქტომბერსს , 19:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“პირდაპირ ეთერში ჩვენი მოხალისე-რეპორტიორი ლიზა ანთაძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე:  ერთი სკოლის ორი მხარე.

  ქობულეთის მუნიციპატილიტეტში, გიორგი შაინიძის სახელობის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა გაყოფილია ორ ნაწილად: ერთი კორპუსი  მდებარეობს დაბა ოჩხამურში, ხოლო მეორე –  6 კმ-ის  დაშორებით,   აგურქარხნის დასახლებასთან. დაბა ოჩხამურის სკოლაში  დაწყებით  საფეხურზე სწავლება მხოლოდ IV კლასამდე მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ მეორე კორპუსში, სადაც  შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

  სამწუხაროდ, პირველ კორპუსში მოსწავლეებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება.  სკოლა საჭიროებს  არსებული ნაგებობის  ახალი შენობით ჩანაცვლებას, რადგან მოქმედი კორპუსი  ვერ გაუძლებს რეაბილიტაციას.

სიუჟეტში თქვენ ნახავთ: 

  • რამდენად დიდი განსხვავებაა არსებული სკოლის ორ კორპუსს შორის.
  • სკოლის არასახარბიელო მდგომარეობას;
  • რას ფიქრობს სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში არსებულ პრობლემებზე;

გადაცემა მზადდება პროექტის“სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/527938334278349/

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/1791631167559222/