აჭარის ახალგაზრდული ცენტრები

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე გადაცემა ჰეშთეგის პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე რეპორტიორმა ხატია რომანაძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე: აჭარის ახალგაზრდული ცენტრები.

სიუჟეტში ნახავთ ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მერიის ახალგაზრდულ ცენტრებს და მოისმენთ მათი ხელმძღვანელების ინტერვიუს, კერძოდ:

🔴 რა პროექტებს სთავაზობს თითოეული მათგანი ახალგაზრდებს;

🔴აქვთ თუ არა გათვალისწინებული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  საჭიროებები;

🔴რამდენად არიან ახალგაზრდები ჩართული მსგავსი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

გადაცემა მზადდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის”  პროექტის  ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0bzy-PB6wyc” width=640 height=360 ]