ასოცირების ხელშეკრულება- ტექდათვალიერება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად გახდა სავალდებულო ავტომანქანების ტექდათვალიერება (ტექნიკური ინსპექტირება).  

პირველ  ეტაპზე  სავალდებულო  იყო იმ ავტომანქანების ტექდათვალიერება, როგორებიცაა: სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5ტონის ზემოთ) ავტომობილები;

2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას გადიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, რაც დღემდე გრძელდება.

აჭარის  ტელევიზიის გადაცემა  “ჰეშთეგი”,   ჩვენი  პროექტის  ფარგლებში   აღნიშნულ  თემაზე   მომზადდა.

ვიდეო-ჩანაწერში  თქვენ შეგიძლით გაეცნოთ: რომელი კატეგორიის ავტომანქანებისთვის როდიდან წარმოიშობა ტექდათვალიერების  ვალდებულება, რა პროცედურების მოიცავს ის, რა სანქციები მოყვება ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, ასევე იხილავთ ქუჩის გამოკითხვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ამ თემასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გადაცემაში მოისმენთ სხვადასხვა  კომენტარს იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ავტომობილის მფლობელებმა.

ბათუმის ავტოტრანსპორტის სერვისის მენეჯერი მურმან ხალვაში კონკრეტულად ქალაქის ავტობუსებთან დაკავშირებულ  საკითხებზე აკეთებს აქცენტს.

ვიდეოში ასევე  იხილავთ  ფოთის ნავსადგურის ტრენინგ-მენეჯერის ნინო გოგუაძის  კომენტარს.

გადაცემაში სკაიპ-ჩართვის საშუალებით   ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე  დავით მესხიშვილ აღნიშნავს, რომ ტექდათვალიერების პირველმა ეტაპმა ( სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5ტონის ზემოთ) ავტომობილები) უშედეგოდ ჩაიარა, რადგან კვლავ გხვდება აღნიშნული ტიპის გაუმართავი ავტომანქანები.

ტექნიკური დათვალიერების ჩატარება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სანქციებია, რომელიც საკმაოდ დიდ ჯარიმას და 6 თვით მართვის მოწმობის ჩამორთმევას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 88 სერვის-ცენტრია, აქედან 8 კი ბათუმშია.

გადაცემა  მომზადებულია  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  პროცესში”.

პროექტი დაფინანსებულია  “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის  ფარგლებში]. გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და  მოსაზრებები  არ არის  აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის  შეხედულებებს.