მთვარის კლუბი-სოფო ჩინბა

12 ოქტომბერს , 21 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104.5) სტუმარი იყო  ფსიქოლოგი სოფო ჩინბა. სოფო ჩინბა აფხაზური თემის წარმომადგენელია, მისი ოჯახი კოდორის ხეობიდანაა, თუმცა ბათუმში  მუჰაჯირობის პერიოდში დასახლდნენ. ბათუმში დაახლოებით 2 000-მდე აფხაზური ოჯახია.

სოფო,  სოციალურ – პოლიტიკური ფაკულტეტის და ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულია.  მას მოსწონს ფსიქოლოგია, რადგან უყვარს ადამიანების დახმარება და ის დღეს ამ პროფესიით სკოლაში მუშაობს.  სკოლაში მუშაობის გარდა აქტიურად არის ჩართული აფხაზურ თემში, ერთი წლის წინ ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ათირასი“, რომლის მთავარი მიზანია აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაახლოება, სოფომ ერთ-ერთი აქტივობა გაიხსენა, რომელიც უკავშირდება მუჰაჯირობის პერიოდში გარდაცვლილ ადამიანების ხსოვნას, აფხაზები ამ დღისადმი პატივის მისაგებად ერთად იკრიბებიან და ზღვაში უშვებენ ყვავილების თაიგულს.

ორგანიზაცია „ათირასის“ ორგანიზებით მოეწყო  ალექსანდრე შერვაშიძე-ჩარჩბას გამოფენა, რომელიც ჩატარდა მწერალთა სახლში. ასევე აფხაზურ ენაზე ითარგმა ნოდარ დუმბაძის წიგნი „ჰელადოსი და გული“, გამოუშვეს დისკი რუსულ-აფხაზურ ენაზე, რომლის მიზანია თამაშით აფხაზური ენის შესწავლა. წამყვანმა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან დეტალს და ჰკითხა სოფოს, რატომ არ გამოსცეს  ქართულ-აფხაზური  დისკი, თუმცა მისი პასუხი ბუნდოვანი იყო.

გადაცემაში სოფომ ასევე ისაუბრა, პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, რომლის ფარგლებშიც აფხაზურმა თემმა  ფესტივალში მიიღო   მონაწილეობა და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი აქტივობა ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას.

.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.