შეხვედრა ასოცირების ხელშეკრულების თემაზე სოფელ ცხმორისში

შეხვედრა ასოცირების ხელშეკრულების თემაზე სოფელ ცხმორისში

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 58-ჯერ

15 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და მათი შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.

მონაწილეები ეცნობიან ხელშეკრულების მნიშვნელობას, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებულ ვალდებულებებს.

პროექტი “მოხალისეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”(IJH) მიერ “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს”(OSGF) მხარდაჭერით.

შეხვედრის  ფოტო-მასალა  იხილეთ აქ.