სტუდენტური დისკუსია სოფელ ყინჩაურის საჯარო სკოლაში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს ახალგაზრდების მონაწილეობით დისკუსიათა ციკლის გამართვას აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 2018-2019 წლის განმავლობაში, პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში დისკუსიის ფორმატში დაგეგმილი 30 მსგავსი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ.
17 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი სტუდენტური დისკუსია თემაზე: გამოხატვის თავისუფლება.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HwrHuH0UAM8&t=56s” width=640 height=360 ]