დისკუსია ჩაოს საჯარო სკოლაში

18 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში მესამე სტუდენტური დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ორგანიზაციის მოხალისე ლაშა ბერიძე უძღვებოდა, რომელიც ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე და ამ დემოკრატიული პრინციპის არსზე ესაუბრა.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიის პროცესში და გამოხატეს მოსაზრებები არსებულ რეალობაზე.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PVWCr1aWEwY” width=640 height=360 ]