დისკუსია ხარაულის საჯარო სკოლაში

26 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ვისაუბრეთ სოციალური ქსელების გავლენასა და ე.წ. ტროლებზე. მონაწილეებს ინფორმაცია ორგანიზაციის კიდევ ერთმა მოხალისემ მალვინა ბერიძემ მიაწოდა.

სოფელ ხარაულას საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელებით და როგორც აღნიშნეს, ხშირად ხვდებათ სხვადასხვა გვერდების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

დისკუსიის მომხსენებელმა ისაუბრა სოციაური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებზე, ე.წ. ტროლების ამოცნობის გზებზე, მონაწილეები გაეცნენ იმ წყაროებს, რომლებიც სამომავლოდ დაეხმარებათ ინფორმაციის გადამოწმებაში.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/channel/UCRX0HEkqY_dl4dSybl9tovw” width=640 height=360 ]