წყალმომარაგების რეაბილიტაცია ჯვარიქეთში

სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობამ Bread for the World-ის მხარადჭერით სასმელი წყლის მილები და სხვა ინფრასტრუქტურა შეიძინა.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის – „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “Bread for the World“-ის მიერ, სოფლის წყალგაყვანილობისთვის სპეციალური მილები, წყლის ფილტრები, პლასტმასის ავზი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა და საწვავი შეიძინეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობა სასმელ წყალს სათავედან ნახევრად ღია არხებით იღებდა. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაეხმარა. ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა და დამონტაჟდა ავზები, ფილტრები, სალექარი, რის შემდეგაც დღეს სოფელი სასმელად სუფთა, გაფილტრულ წყალს მოიხმარს.

ჯვარიქეთში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად სოფლის მიმდებარედ არსებული წყლის დიდი რესურსისა, სოფელში სასმელი წყალი მაინც უმთავრესი პრობლემა იყო.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის – „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ Bread for the World“-ის მიერ, სოფლის წყალგაყვანილობისთვის სპეციალური მილები, წყლის ფილტრები, პლასტმასის ავზი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა და საწვავი შეიძინეს. საჭირო მასალების ნაწილი კი ჯვარიქეთის მოსახლეობამ საკუთარი ფინანსებით მოიძია.