მიტაცებული ტროტუარები და გარე ვაჭრობა ბათუმში

posted in: მულტიმედია | 0

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმის ქუჩებში გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ქვეითთა სავალ ნაწილზე, რომელთა დიდი ნაწილი მაღაზიებსა და კაფე-ბარებს აქვთ ათვისებული.
ტროტუარზე განთავსებულია მაგიდები, სკამები და გამწვანება, მაცივრები, ხილის დახლები და სხვა სავაჭრო ნივთები. სივიწროვის გამო მოქალაქეები ან ველობილიკზე უნდა გადავიდნენ, ან ავტომანქანის სავალ ნაწილზე.
ამ თემაზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა:
თამაზ გოგიტიძე – ქალაქ ბათუმის მერიის გარევაჭრობის სამსახურის უფროსი;
დავით ტრაპაიძე- ბლოგერი, ველომოყვარული.

გადაცემათა ციკლი მზადდება ფონდ NED-ის მხარდაჭერით.