შეხვედრა ბათუმის საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის სტუდენტებთან

შეხვედრა ბათუმის საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის სტუდენტებთან

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 22-ჯერ

8 ნოემბერს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო უნივერსიტეტის – “ანრის” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.საუბრის ძირითადი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების პროცესი იყო.

მონაწილეები გაეცნენ ძირითად პრინციპებს, ხელშეკრულების შინაარსსა და იმ სიკეთეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიისა და განათლების მიმართულებებზე. სტუდენტებს გავაცანით ნარჩენების მართვის სტრატეგია და  მისი მექანიზმები. გარდა ამისა, მონაწილეებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შესასრულებელი რეკომენდაციებისა და დირექტივების შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია.  მათ ასევე გავაცანით ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევი  www.aa.ge   რომელიც ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამამ მოამზადა “რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან” თანამშრომლობით.  ვებ-პორტალის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მარტივად შეძლონ ინფორმაციის მოძიება იმ ვალდებულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომელიც ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

დამატებითი ფოტო-მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  აქ