შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

13 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირების ხელშეკრულების თემაზე შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების პროცესი გავაცანით.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელშეკრულების შინაარსსა და იმ სიკეთეებზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიაზე, განათლებასა და საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებებზე.

მონაწილეებს გავაცანით ნარჩენების მართვის სტრატეგია და მისი მექანიზმები, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შესასრულებელი რეკომენდაციები და დირექტივები, ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევი www.aa.ge რომელიც ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამამ მოამზადა “რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან” თანამშრომლობით.

შეხვედრები იმართება პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომელიც ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.