შეხვედრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

16 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან ასოცირების ხელშეკრულების თემაზე შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და მათი შესრულების პროცესს გაეცნენ. მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის, განათლების სფეროს მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა ვესაურებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა და მისი სარგებლის შესახებ.

აკადემიის სტუდენტებს ასევე გავაცანით ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევი www.aa.ge

ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალში კიდევ 7 მსგავსი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრები იმართება პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომელიც ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

დამატებითი  ფოტო მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  აქ