შეხვედრა საზოგადოებრივ კოლეჯში

20 ნოემბერს, ქობულეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში “ახალი ტალღა” ევროინტეგრაციის თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გავმართეთ.

პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში” მიმდინარეობისას უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და ლექტორები იღებენ მონაწილეობას. მათ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას.
აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების ხეშლეკრულების ზოგად საკითხებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე.
კონკრეტული სფეროების (განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება) მიმართულებით კი უკვე შესრულებული ვალდებულებები და სიახლეებიც გავაცანით.

საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს უკვე აქვთ ინფორმაცია იმ სიკეთეებზე, რასაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შედეგად მივიღებთ ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათ ასევე იციან სად და როგორ მიიღონ მათთვის
საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

დამატებითი  ფოტო-მასალა იხილეთ აქ