თამბაქოს კონტროლი

“თამბაქოს  კონტროლის შესახებ” კანონის  თანახმად  2018 წლის 1 სექტემბერიდან  ახალი რეგულაციები შევიდა  ძალაში. კონკრეტულად კი ცვლილებები  შევიდა  თამბაქოს  რეალიზაციისა და განთავსების მიმართულებით.

აჭარის ტელევიზიის გადაცემა  “ჰეშთეგში”  15  ნოემბერს  აღნიშნული  რეგულაციების  შედეგები და დღეისთვის არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გადაცემაში  განიხილეს  შეუწყო თუ  არა  ხელი ახალმა  რეგულაციებმა თამბაქოს  მოხმარების  შემცირებას  და  რამდენად  სრულდება  კანონი  რეალობაში.

ვიდეო-ჩანაწერში  ასევე  იხილავთ მოქალაქეების  მოსაზრებებს  აღნიშნულ  თემაზე,  რამდენად იცნობენ ახალ  რეგულაციებს  და რამდენად  ახდენს  ის მწეველებზე  გავლენას.

გადაცემაში  skype-ს  საშუალებით  ჩაერთო  კახაბერ  ღვინიანიძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  წევრი.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის  გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომელიც  ხორციელდება  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ,  ფონდი ღია საზოგადოება  საქართველოს მხარდაჭერით.