ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში

2018 წლის 15 ნოემბერს, ევროპარლამენტის  მიერ  საქართველოსა და ევროკავშირს  შორის  გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების ანგარიში  გამოქვეყნდა. ჩვენი პროექტის ფარგლებში  გადაცემა  “ჰეშთეგში”  23  ნოემბერს  აღნიშნული თემა მიხეილ მირზიაშვილთან ერთად  განიხილეს.

გადაცემის სრულ ვიდეო – ჩანაწერში  გაეცნობით  ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით  ევროპარლამენტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, სადაც ძირითადი აქცენტი შემდეგ საკითხებზე გაკეთდა:

  • გაიზარდოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედების არეალი, რათა მან დაფაროს დასაქმების ყველა სფერო გამონაკლისების გარეშე;
  • განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობის შემცირებაზე;
  • გაიზარდოს ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
  • მომდევნო ნაბიჯები გადაიდგას ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრისთვის
  • საჭიროა მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნის,დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესის მეტი გამჭვირვალობა;
  • უარყოფითად აფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში უკანონო დაკავებას და აზერბაჯანში მისი გატაცების ფაქტზე გამოძიების გაჭიანურებას;
  • ქვეყანაში მაღალი დონის ელიტური კორუფციის არსებობა სერიოზულ საკითხად რჩება;
  • ევროპის პარლამენტი წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოწმედების 2024 წლამდე გადადების გამო;
  • ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ ე.წ „ოთხოზორია/ტატუნაშვილის „ სიის შექმნას.
  • ევროპარლამენტი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამს , რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართელოს ტერიტორიების ოკუპაციას.

გადაცემა მომზადებულია  პროექტის  ფარგლებში “მოქალაქეთა  ჩართულობის  გაზრდა  ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  პროცესში”,  ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს”  მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/wQh8cwE5XhY” width=640 height=360 ]