ელეზავეტა კრასენკო

23  ნოემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე, გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104,5) სტუმარი იყო  – ელეზავეტა კრასენკო.

ელიზავეტა კრასენკო ბათუმში დაიბადა, მისი მშობლებიც ამ ქალაქში დაიბადნენ.    დაამთავრა სასტუმრო საქმის წარმოება, ჟურნალისტიკა, ახლახანს კი ჩააბარა დიზაინერობაზე. უყვარს ფოტოგრაფობა. ელიზავეტა მუშაობს საბაგირო კომპანიაში “არგო” ტუროპერატორად.

ბათუმი მისთვის მულტიკულტურული ქალაქია, სადაც ქართველებთან ერთად ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. უყვარს ეს ქალაქი და არ აპირებს ცხოვრებას არც რუსეთში და არც უკრაინაში. ელიზავეტას წარმომავლობა უკავშირდება 4 ქვეყანას: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და სომხეთი. თუმცა ის ამბობს, რომ ბათუმელია. ელიზავეტა გაწევრიანებულია რუსეთის დიასპორაში, აქტიურად იღებს მონაწილეობას დიასპორის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.