შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესი 13 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცანით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე სიახლეებზე.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

შეთანხმების“ იმპლემენტაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა; ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა; გაუმჯობესებული ჯანდაცვა; ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარება; უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

შეხვედრები იმართება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”  პროექტით  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”. მისი მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.