ოლგა კაროტკიხი

14  დეკემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე, გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104,5) სტუმარი იყო  – ოლგა კაროტკიხი.

 ოლგა ურაინული დიასპორის წარმომადგენელია და უკვე  12 წელია რაც  პედაგოგად მუშაობს.  გარდა  ამისა  თვითნასწავლი მხატვარი და პროფესიით ტელედრამატურგია.
 2016 წლიდან. აჭარაში უკრაინის დიასპორის პრესმდივანია.
გადაცემაში  საუბრობს იმ აქტივობების შესახებ რომელსაც  უკრაინული დიასპორა  საქართველოსა და  უკრაინაში  ახორციელებს. მათ  შორის აღსანიშნავია ის  ფაქტი, რომ  2018 წელს ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხელი მოეწერა შეთანხმებას  უკრაინული ხელოვნების კვირეულის  ჩატარების შესახებ, რომლის მიზანი უკრაინული ტრადიციების და კულტურის პოპულარიზაციაა.
პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.