შეხვედრა პროფესიულ სასწავლებელში

18 დეკემბერს, პროფესიულ სასწავლებელში “ბლექსი” ასოცირების ხეშლეკრულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 20 მსგავსი შეხვედრა გაიმართა, მათგან 10 აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასევე 10 შეხვედრა დაიგეგმა და გახორციელდა.

შეხვედრებისას მოქალაქეები იღებდნენ ინფორმაციას საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, მათგან რა შესრულდა მიმდინარე პერიოდში და სამომავლოდ რა დარჩა შესაასრულებელი, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შესრულება და რა სიკეთეს მოუტანს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ვალდებულებების შესრულების მიხედვით დისკუსიის პროცესში დამუშავებული ინფორმაცია შეეხებოდა შემდეგ თემებს: განათლება, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია.

დისკუსიის ყველა მონაწილე გაეცნო ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევის ვებპორტალს- www.aa.ge ვინაიდან აღნიშნული რესურსი თავს უყრის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას ერთ სივრცეში.