სტუდენტური დისკუსია უჩხითის საჯარო სკოლაში

26 ნოემბერს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისემ, ანა ღოღობერიძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ჩაატარა დისკუსია თემაზე: ქალთა მიმართ ძალადობა. ისაუბრა ფემიციდზე, აგრეთვე საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკასა და სახელმწიფო ბერკეტების შესახებ.

დისკუსიის მონაწილეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გზები არსებობს აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ, არც ის იცოდნენ თუ რას გვთავაზობს სახელმწიფო. ჩვენმა მოხალისემ – ანა ღოღობერიძემ დისკუსიაზე განიხილა როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნების მაგალითი.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nDwh-JpCagU&feature=youtu.be&fbclid=IwAR35KomuNP_8Fww3DyXQTmMfW_5bQay-Ziy7Xmy7rH_mIj8rLvIQQ6Yyd8g” width=640 height=360 ]