სტუდენტური დისკუსია წონიარისის საჯარო სკოლაში

27 ნოემბერს ჩვენი ორგანიზაციის მოხალისემ, მუხრან ზოიძემ ქედის მუნიციპალიტეტში  სტუდენტური დისკუსია ჩაატარა. სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრის  თემა იყო არჩევანის თავისუფლება, რომელზეც  მონაწილეებთან  ერთად  პროფესიის არჩევასთან  დაკავშირებული  სურთულეები  განვიხილეთ.

დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო პროფესიებზე და იმ გარემო ფაქტორებზე, რაც მათი არჩევანის თავისუფლებაზე ახდენს ზეგავლენას. ასევე განიხილეს საქართველოში არსებული მოთხოვნადი პროფესიები, პროფესიული განათლების პოპულარიცაზია და არასწორად შერჩეული პროფესიის მოსალოდნელი შედეგები.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_ufTZhjScA8&feature=youtu.be&fbclid=IwAR2F2qNjZ9ZdZIrT7rPI5wRnVzBeix68xrxwcIxzzgbYVaSNZl4M5uir7ak” width=640 height=360 ]