ენერგეტიკული სიღარიბე

14  დეკემბერს,  გადაცემა  “ჰეშთეგში”   ასოცირების  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  გაცნობის  მიზნით ენერგოეფექტურობის  საკითხი  განიხილეს. 

გადაცემის   სტუმარი იყო  თუთანა  კვარაცხელია –  ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” მკვლევარი.

საუბრის  ძირითადი  თემა  ასევე  შეეხო ორგანიზაციის  ახალ  კვლევას “ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში”,   რომელიც  პირველად  ჩატარდა ამ  მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის  გასაანალიზებლად.

ენერგეტიკული  სიღარიბე ასახავს მდგომარეობას,  როდესაც ოჯახებს არ  აქვთ  შესაძლებლობა სათანადოდ გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა  საჭირო ენერგეტიკული რესურსები ხელსაყრელ  ფასად.  ის  აქცენტს  აკეთებს როგორც ტექნიკურ  ისე  ფინანსურ  ხელმისაწვდომობაზე.

ევროპული  დირექტივების ერთ-ერთი კომპონენტი  არის  სწორედ  ენერგეტიკული  სიღარიბე  და  მოწყვლადი  მომხმარებლების საკითხი, რაც  ჩვენს  კანონმდებლობაშიც  უნდა  იყოს  ასახული.

აღსანიშნავია  ის  ფაქტი, რომ საქართველოში  მოხმარებული შეშა  არ  შეიძლება  ჩაითვალოს  ჯანმრთელობისთვის  არასაზიანოდ. ასეთი  იქნებოდა იმ შეთმხვევაში, თუ ღუმელში  სწორი  წვის  ეფექტებით დაიწვებოდა.

კვლევის მიხედვით მოსახლეობის  45% გასათბობად და საკვების  მოსამზადებლად სწორედ  შეშას იყენებს. მათგან  რეგიონებში ეს  მონაცემი 80%-ს  აღწევს.

თემის  სხვა  ასპექტები  და   კვლევის ძირითადი  მიგნებები   შეგიძლიათ  იხილოთ  გადაცემის  ვიდეო-ჩანაწერში.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=57o8VKQQcpg&feature=youtu.be&fbclid=IwAR0FnB5T1n5hLtYowSwF5cTwww317pp-LcvwmgSpVd1Pl4w5ZCGFkCJTupE” width=640 height=360 ]