შეხვედრა ევროინტეგრაციის თემაზე კავკასიის უნივერსიტეტში

6 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიაში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” მიმდინარეობისას უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და ლექტორები იღებენ მონაწილეობას.მათ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას.

აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების ხეშლეკრულების ზოგად საკითხებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე. კონკრეტული სფეროების (განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება) მიმართულებით კი უკვე შესრულებული ვალდებულებები და სიახლეებიც გავაცანით.

პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.