ევროპული განათლების მნიშვნელობა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროშიც გულისხმობს გარკვეული ცვლილებების განხორციელებას და ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას. რას შეცვლის ეს დაახლოება ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს და როგორია თავად ევროპული საგანმანათლებლო სისტემა/სტრუქტურა.

ამ საკითხებზე ვსაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმართან ნანა მაკარაძესთან ერთად, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.

გადაცემის  წამყვანი: ხატია  სიხარულიძე.

თემა  მომზადებულია პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით[ევროინტეგრაციის პროგრამა]. გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.