ჰორიზონტი 2020 – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა

HORIZON 2020 ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი ჯამში მოიცავს 80 მილიარდი ევროს. ის 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა და საუკეთესო იდეებს.
ეს პროგრამა ღიაა ყველასათვის და გამოირჩევა მარტივი სტრუქტურით, რითაც მასში მონაწილეობის მსურველებს უადვილებს საქმეს და უზოგავს დროს. როგორც ჩვენთვის ცნობილია პროგრამის ფარგლებში 9 პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ავსტრიის კოორდინატორობით ახორციელებს ერთ-ერთ პროექტს. აღნიშნული პროექტის პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ევროკავშირისგან მიღებული აქვს EUR 216 000.00 ფინანსური კონტრიბუციის სახით.

გადაცემაში უფრო დეტალურად გვესაუბრება პროექტის მონაწილე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ფუტკარაძე.

თემა მომზადებულია პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით[ევროინტეგრაციის პროგრამა].

გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.