გამოწვევა #შეცვალეშენით

26  დეკემბერს 19:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა  მოხალისე-რეპორტიორმა  ლიზა ანთაძემ  წარადგენა  სიუჟეტი,  რომლის  თემაა  გამოწვევა სახელწოდებით #შეცვალეშენით.

არსებული გამოწვევა  ახალგაზრდების  ინიციატივას  წარმოადგენს, რაც  ნარჩენების  გამოყენებით  სკოლის  ტერიტორიის  მოწყობას და სხვა  სკოლის გამოწვევას  გულისხმობს.

არსებული გამოწვევის წესები:

1. გამოწვეულ სკოლას აქვს 3 დღე გეგმის შესამუშავებლას და 2 კვირა მის განსახორციელებლად.

2. უნდა ყავდეს ლიდერი მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისი ჯგუფის მუშაობაზე.

3. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მეორადი ნივთები მათი იდეების განსახორციელებლად.

4. ფინანსები შეიძლება გამოყენებული იქნას არაუმეტეს 30 ლარისა.

5. გამოწვევის შესასრულებელი ტერეტორია უნდა ეკუთვნოდეს სკოლას და არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.

6. გამოწვევაში ჩასართავად აუცილებელია სკოლის ნებართვა.

7. გამოწვეულმა სკოლამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს ვიდეოკოლაჟი იმ ტერეტორიისა რომელზეც მათ იმუშავეს, რა იყო და რა გაკეთდა.

8. გამოწვეულ სკოლას აქვს უფლება გამოიწვიოს მის რეგიონში არსებული 3 სკოლა.

გამოწვევა მნიშვნელოვანია  რადგან   ეხება გარემოსდაცვით საკითხებს და  მასში ჩართულია სხვადასხვა  სკოლა.

სიუჟეტში თქვენ ნახავთ:

• გამოწვევის  მონაწილე  2  სკოლას  აჭარის რეგიონიდან;

• სკაიპით ჩაგვერთვება იდეის ავტორი – ხაშურის №1 საჯარო სკოლის  მოსწავლე – ნიკა ბარბაქაძე.

გადაცემა მზადდება პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.