კონკურსი პროექტის ასისტენტის შესარჩევად

posted in: სიახლე | 0

განაცხადი  მიიღება 2019 წლის  10 იანვრის  ჩათვლით.  

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“    წარმოადგენს  აჭარის  რეგიონში,  2001 წლიდან მოქმედ  ორგანიზაციას,  რომლის  პრიორიტეტია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა.  

კონკურსში  მონაწილეობა  შეუძლია  18-25 წლის ახალგაზრდებს, ვისაც  აქვს  სურვილი შეიძინოს  ახალი უნარ-ჩვევები და  მიიღოს მეტი  ცოდნა  ევროინტეგრაციასა და  საქართველო-ევროკავშირს შორის  გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე.

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • პრესრელიზების მომზადება,  ინფორმაციის განთავსება  ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში;
  • პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგებისა და შეხვედრების  ტექნიკური საკითხების მოგვარება;
  • ევროკლუბის საქმიანობის აქტივობების  დაგეგმვასა და  ჩატარებაში  დახმარება.

ყოველთვიური ანაზღაურება  საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შეადგენს 180$-ს.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ნახევარი განაკვეთი.

კონკურსი ჩატარდება  რამდენიმე  ეტაპად:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • თემატური დავალების შესრულება.

სასურველია  უცხო ენების  ცოდნა.

პირველ ეტაპზე,   დაინტერესებულმა პირებმა უნდა  გამოაგზავნოთ  რეზიუმე,  მითითებულ ფოსტაზე: vacancyijh@gmail.com

განაცხადები მიიღება 2019  წლის  10 იანვარს, 18:00 საათამდე.

მეორე  ეტაპზე, შერჩეულ  კანდიდატებთან  ჩატარდება  გასაუბრება.

გამარჯვებული გამოვლინდება  15  იანვარს,  თემატური დავალების  შესრულების  შემდეგ და  შემოუერთდება  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”  გუნდს.

პროექტის  ხანგრძლივობაა ერთი წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32