დისკუსია ხუცუბნის საჯარო სკოლაში

23 იანვარს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა სტუდენტური დისკუსია.  ორგანიზაციის მოხალისე,  მეგი ხოზრევანიძე  მოსწავლეებს “არჩევანის თავისუფლებაზე” ესაუბრა.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებელმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოზარდმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და იყოს თავისუფალი კონკრეტული არჩევანის გაკეთებისას. ასევე განიხილეს პროფესიის არჩევანის თავისუფლება, შეხვედრის ბოლოს კი იხილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.