დისკუსია აჭყვისთავის საჯაროს სკოლაში

📌 4 თებერვალს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისემ – ანა ღოღობერიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში დისკუსია ჩაატარა თემაზე: ქალთა მიმართ ძალადობა. შეხვედრას ესწრებოდნენ მესამე საფეხურის მოსწავლეები და  აგრეთვე მასწავლებლები.

🔎📊 ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, 5-დან ერთი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.

🧐 მონაწილეებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, ისაუბრეს ფემიციდისა და ფოეტიციდის (სელექტიური აბორტის) შესახებ.

🙋‍♀️დისკუსიის მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რაც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არის ხელმისაწვდომი. ასევე განიხილა სხვა ქვეყნების მაგალითები და ის ლიტერატურული ნაწაროებები, რომლებიც აღნიშნულ  თემას ეხმიანება.

📣  დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

https://www.facebook.com/media.org.ge/videos/2049052925185478/