ელზა ლემსაძე

31 იანვარს,   გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104,5) სტუმარი იყო  – პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ კოორდინატორი ელზა ლემსაძე. პროექტი ერთი წლის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდა საზოგადოებას როგორიცაა:   მუსიკალური ბენდის “ერთად“ მიერ აჭარის მუნიციპალიტეტებში 10 პერფომანსის ჩატარება, „ტოლერანტთა კლუბი“ წევრების მიერ ჩატარებული საინტერესო და მრავალფერობანი აქტივობები,  ეთნიკურ უმცირესობათა ფესტივალი, 5 სთრით არტი, 2 მულტიმედიური სტატია და 10 რადიო გადაცემა.   ელზა ლემსაძემ ისაუბრა პროექტის თითოეული კომპონენტის შესახებ და სამომავლო საპროექტო იდეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას ეხება. აქტივობები რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საზოგადოების მხრიდან დიდ გამოხმაურებასა და მოწონებას იმსახურებდა.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.